პლანეტები



       თავიდანვე გეტყვით, რომ მე ასტროლოგი არ ვარ :* უბრალოდ ჩემი ჰობია ასტროლოგია და მეტი არაფერი ♥♥♥ 

       მართალია, ინტერნეტში უამრავი ინფორმაცია დევს ასტროლოგიაზე, უამრავი საიტი, გვერდი და ჯგუფი არსებობს  Facebook ზე , მაგრამ საკუთარმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ადამიანი როცა რაიმე სფეროში ვერ ერკვევა რამდენიც არ უნდა დაულინკო და აკითხო აზრი არ აქვს, თუ თავიდან ელემენტარული მაინც არ აუხსენი  ♥♥♥

      ვეცდები, გაგარკვიოთ რას ნიშნავს გამოთქმები : "მთვარე კუროში მყავს" "მარსი თხის რქაში", " ვენერა თევზებში".....

      როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ ზოდიაქოთი თხის რქები ვართ, ტყუპები ან ნებისმიერი სხვა ნიშანი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მზით ვართ თხის რქები,ტყუპები...  ანუ  ზოდიაქოთი რა ნიშანი ხარ , მზით რა ხარ და მზე რომელ ნიშანში გყავს, ერთი და იგივე შინაარსის კითხვებია :* ♥♥♥

      ჩვენი დაბადების მომენტში მზე კი იმყოფებოდა მაგ. ვერძში, მაგრამ მზის გარდა 9 პლანეტა და რამდენიმე ასტერიოიდი კიდევ არსებობს ^_^ ისინიც იყვნენ ჩვენი დაბადების მომენტში ამა თუ იმ ნიშანში და თვითვეულ პლანეტას თავისი მდებარეობით ჩვენს ხასიათზე დიდი გავლენა აქვს.. ამიტომ, შეიძლება ორი ერთნაირი ნიშნის წარმომადგენელი რადიკალურად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან... 

      რაც მეტი პლანეტა არის თქვენს ზოდიაქოს ნიშანში (მაგ. ლომში) მით უფრო ტიპიური წარმომადგენელი ხართ ამ ნიშნის და ზოგადი დახასიათებებიც ემთხვევა..

     მაგრამ, ხდება ზოგის რუკაში ისეც, რომ ლომში (მაგ.)  მზის გარდა არცერთი პლანეტა არაა და პლანეტების უმეტესობა არის სხვა ნიშანში... მაგალითისთვის ავიღოთ კირჩხიბი... ეს ადამიანი ზოდიაქოთი კი არის ლომი, მაგრამ მას კირჩხიბის გავლენა უფრო აქვს ვიდრე ლომის, აქედან გამომდინარე კირჩხიბის დახასიათება უფრო დაემთხვევა მის ხასიათს, ვიდრე ლომის ♥♥♥ 

      აი რომ იძახიან, ხოლმე არაფერი ემთხვევა, ზოდიაქო სისულელეაო, ამას სწორედ თავისი ნიშნის არა ტიპიური წარმომადგენლებისგან გაიგონებთ :* ♥ 

     ყველა პლანეტა ჩვენზე მოქმედებს, მაგალითისთვის ავიღოთ ვენერა ^_^
მე კი ვარ თხის რქა, მაგრამ ვენერა მყავს მერწყულში და მერწყულისნაირი ვარ სიყვარულში, ერთგულებაში, შეუპოვრობაში, სტაბილურობაში,სიზარმაცეში, სიჯიუტეში, გემოვნებაში, ზომიერებაში, სილამაზის აღქმაში და ასე შემდეგ (ჩამონათვალს ვენერა განაგებს), რა თქმა უნდა თხის რქის ხასიათიც ვლინდება, მაგრამ უფრო მერწყულის ნაირი აზროვნების ვარ ამ საკითხებში ♥ :* 






ყოველი პლანეტა ატარებს ინფორმაციას პიროვნებაზე ^_^ 


მზე - ცხოვრებისეული პორიცია, ნება;

მთვარე - ემოციები და შინაგანი სამყარო, შეგრძნებები, სული;

მერკური - ინტელექტი, ურთიერთქმედება და კონტაქტები;

ვენერა - მგრძნობიარობა, წონასწორობა, ჰარმონია, სიყვრული

მარსი - ნებისყოფა, მოქმედება, აქტიურობა, გადაწყვეტილებების მიღების უნარი, ხანდახან ზეწოლა, საქციელი

იუპიტერი - საზოგადოებრივი ინტერესები, სოციალური სწრაფვები

სატურნი - პირადი მიზნები, ჩაღრმავება საკუთარ თავში, ხანდახან ფარულობა, შინაგანი ღერძი

ქირონი - ორაზროვნება, გაორება 

ურანი - არაპროგნოზირებულობა, სულიერი თავისუფლება, რეფორმატულობა

ნეპტუნი - უმაღლესი ჰარმონია, სიღრმისეული ქვეცნობიერი პროცესები, რწმენა

პლუტონი - ძლიერება, სტიქიური ძალები, კოლექტიური ნება

პროზერპინა - რაოდენობრივი ცვლილებები, რომლებსად მოაქვს შეუქცევადი გარდაქმნები ხრისხში.

რახუ (აღმავალი კვანძი) - გვიჩვენებს რა უნდა განივითაროს ადამიანმა

კეტუ (დაღმავალი კვანძი) - ის რაც მოგვეცა თავიდანვე, რასაც შეიძლება მივეყრდნოთ.

ლილიტი -ბოროტების საზომი, რომელიც წარსულ ცხოვრებიდან მოდის, ურთიერთქმედება მასთან აწყმოსა და მომავალში.

სელენა (თეთრი მთვარე) - სიკეთის საზომი, რომელიც წარსულ ცხოვრებიდან მოდის, ურთიერთქმედება მასთან აწყმოსა და მომავალში



        პლანეტების მდებარეობები რომ გაარკვიოთ საჭიროა პირადი ჰოროსკოპის (რუკის) შედგენა ♥♥♥  

       პირადი რუკის შესადგენად საჭიროა თქვენი დაბადების დღის მონაცემები (რიცხვი, თვე, წელი , დაბადების ადგილი და ზუსტი საათი)




        აი ეს არის ანჯელინა ჯოლის რუკა ^_^ :* ისე, მაგალითისთვის დავდე.. ზოგადად წარმოდგენა რომ შეგექმნათ, როგორია პირადი რუკა  ^_^ ♥♥♥ :*



        



   











☼ NaTTaLLy 

No comments:

Post a Comment